ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები თხელ ყინულზე დგას. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ევროპელმა ლიდერებმა ფაქტობრივად ერთსულოვნად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ირანთან მიმართებით და ჰორმუზის სრუტის გახსნის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს არ დაეხმარონ.
როგორც Politico წერს, ამით, ტრანსატლანტიკური განხეთქილება კიდევ უფრო გაიზარდა. მოკავშირეების პოზიციით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გაღიზიანებულია.


