28.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარისაზოგადოებაშეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აშშ-ში საქართველოს საელჩოში...

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აშშ-ში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აშშ-ში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს. ინფორმაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი აქვეყნებს.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, პიტერ ანდრეოლიმ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია ll-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, აშშ-ში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. მან მიუსამძიმრა ქართველ ერს და საქართველოსადმი პატრიარქის განსაკუთრებული ღვაწლი აღნიშნა.

სამძიმრის წიგნში ჩანაწერები სახელმწიფო დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებმაც გააკეთეს, მათ შორის სახელმწიფო მდივნის ოფისის სპეციალურმა თანაშემწემ, ჩარლზ იოკიმ”, – აღნიშნავს თამარ ტალიაშვილი.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული