Bloomberg-ის ცნობით, უკრაინა ფინანსური კრიზისის ზღვარზეა და ომის საწარმოებლად ქვეყანას 2 თვის სამყოფი თანხა აქვს დარჩენილი.
კიევში აცხადებენ, რომ სამხედრო უწყებას თანხა მხოლოდ ივნისამდე ეყოფა. უკრაინა ევროპისგან 90-მილიარდიან სესხს ელოდება, რომლის გადაცემასაც უნგრეთი ბლოკავს.
სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინისთვის ფინანსური მხარდაჭერის მოძიებას ბრიუსელი გაერთიანების გარეთ ცდილობს და დახმარებას „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს სთხოვს.


