29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარისაზოგადოებაპატრიარქობის სამი კანდიდატი ცნობილია

პატრიარქობის სამი კანდიდატი ცნობილია

სინოდის წევრებმა პატრიარქობის სამი კანდიდატი აირჩიეს. ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით ეს კანდიდატებია – მეუფე შიო, მეუფე იობი, მეუფე გრიგოლი.

გაფართოებულ კრებაზე, რომელიც 17 მაისამდე დაინიშნება, სწორედ დღეს არჩეული კანდიდატებიდან სინოდი საქართველოს 142-ე პატრიარქს გამოავლენს. თუ გაფართოებულ კრებაზე კანდიდატებიდან ვერც ერთი ვერ მოიპოვებს ხმათა უმრავლესობას, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას ხმათა უმრავლესობის მქონე ორი კანდიდატი მიიღებს.

ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით კრიტერიუმების თანახმად პატრიარქი უნდა იყოს ქართველი, უნდა იყოს ბერი, სინოდის წევრი, უნდა ჰქონდეს განათლება, შესრულებული უნდა ჰქონდეს 40 წელი და იყოს არაუმეტეს 70 წლის.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული