28.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარიუცხოეთიფაშინიანის განცხადებით, სომხეთი გიუმრიში მდებარე რუსული ბაზის დახურვას არ გეგმავს - „ჩვენ...

ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი გიუმრიში მდებარე რუსული ბაზის დახურვას არ გეგმავს – „ჩვენ რუსეთთან უახლოესი პარტნიორები ვართ, გვაქვს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები“

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ოფიციალურ ერევანს ქალაქ გიუმრიში მდებარე რუსული ბაზის დახურვასთან დაკავშირებით არანაირი გეგმა არ აქვს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

„ჩვენ არანაირი გეგმა, პროგრამა ან შეშფოთება რუსული სამხედრო ბაზის ყოფნასთან დაკავშირებით არ გვაქვს. ჩვენ რუსეთთან უახლოესი პარტნიორები ვართ, გვაქვს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერმა აგრეთვე რუსეთს მადლობა გადაუხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 90-იან წლებში რუსი მესაზღვრეები იცავდნენ სომხეთის საზღვარს.

„რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაში რუსი სამხედროების ყოფნას, იცით, რომ ბოლო წლებში გარკვეული ცვლილებები მოხდა. 2024 წლამდე სომხეთის სასაზღვრო პუნქტების უმეტესობა რუსული კონტროლის ქვეშ იყო და იქ რუსი სამხედროები იყვნენ, მაგალითად ჩვენს საერთაშორისო აეროპორტში. მაგრამ ახლა ყველა სასაზღვრო პუნქტს სომეხი მესაზღვრეები აკონტროლებენ. რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთის მადლიერები ვართ“, – თქვა სომხეთის პრემიერმა.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული