28.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარიპოლიტიკამაკრონი: აშშ-მა და ისრაელმა გადაწყვიტეს წამოიწყონ სამხედრო ოპერაციები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიღმა...

მაკრონი: აშშ-მა და ისრაელმა გადაწყვიტეს წამოიწყონ სამხედრო ოპერაციები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიღმა ხორციელდება

აშშ-მა და ისრაელმა გადაწყვიტეს წამოიწყონ სამხედრო ოპერაციები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიღმა ხორციელდება, რასაც ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

„თუმცა, ფაქტია, რომ ისტორია არასოდეს დასტირის საკუთარი ხალხის ჯალათებს. არავის დააკლდება ისინი“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

„გერმანიასთან და გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ დარტყმების რაც შეიძლება მალე შეწყვეტა სასურველია და რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა მხოლოდ დიპლომატიური მოლაპარაკებების განახლებით იქნება შესაძლებელი“, – დასძინა მან.

საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაური მიიჩნევს, რომ ირანელმა ხალხმა „თავისი ბედი თავად, თავისუფლად უნდა გადაწყვიტოს“.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული