22.9 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარისაზოგადოებასაგარეო უწყება: მასკატიდან თბილისის მიმართულებით გამოფრინდა მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური რეისი -...

საგარეო უწყება: მასკატიდან თბილისის მიმართულებით გამოფრინდა მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური რეისი – ხელისუფლება განაგრძობს ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველსაყოფად

მასკატიდან თბილისის მიმართულებით გამოფრინდა საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური რეისი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან, – ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებულ ცნობაში წერია, რომ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას ჩვენი მოქალაქეების დროულად და უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველსაყოფად.

„საქართველოს საელჩოები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარის სახელმწიფოში და საუდის არაბეთის სამეფოში, განაგრძობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დასაბრუნებლად საჭირო დახმარების აღმოჩენას.

ჩვენს თანამემამულეებს ვუსურვებთ მშვიდობიან ფრენას და სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული