დუბაიში რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC არაბთა გაერთიანებული საამიროების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
მათივე თქმით, ინციდენტი ალ-ბარშას რაიონში მოხდა. მამაკაცი მანქანას მართავდა, რა დროსაც ნამსხვრევები მანქანას დაეცა.


