28 C
Tbilisi
სამშაბათი, ივლისი 21, 2026
spot_img
მთავარიუცხოეთიმედიის ინფორმაციით, ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი აირჩიეს

მედიის ინფორმაციით, ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი აირჩიეს

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის შემცვლელად მისი ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი აირჩიეს. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვიდრე ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოვალეობის შესრულებას შეუდგება, ქვეყანას სამი წევრისგან შემდგარი საბჭო მართავს. მისი წევრები არიან: ირანის პრეზიდენტი, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი და მოხალისეთა პარამილიტარული დაჯგუფების ხელმძღვანელი.

მანამდე ისრაელის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებდნენ, რომ აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა ხამენეი, გასულ კვირას განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაიჭრა.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული