20.9 C
Tbilisi
კვირა, ივლისი 19, 2026
spot_img
მთავარიუცხოეთიაზერბაიჯანმა ილჰამ ალიევის დავალებით ირანში ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა

აზერბაიჯანმა ილჰამ ალიევის დავალებით ირანში ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა

აზერბაიჯანმა, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის დავალებით, ირანში 30 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

აზერბაიჯანის სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს რეზერვების კონტროლის დეპარტამენტის დირექტორის, ემინ ჰასანზადეს განცხადებით, ტვირთი ძირითადად სასურსათო პროდუქციისგან შედგება.

„ჰუმანიტარული დახმარება შედგება ფქვილისგან, ბრინჯის, შაქრის, ჩაის, მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობისგან. ავტომობილები უკვე გზაშია“, – განუცხადა ჰასანზადემ აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული