29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარირეგიონებიგარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სოფელ კურსებში რჩებიან და როგორც სტიქიის ზონაში, ისე...

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სოფელ კურსებში რჩებიან და როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე ვითარებას ადგილზე სწავლობენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში რჩებიან და როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე ვითარებას ადგილზე ადგილზე სწავლობენ. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის მეწყრული სხეულის კონტურის ზედა ნაწილში (მოწყვეტის კიდე) პროცესები გადასულია სტაბილიზაციის ფაზაში, ხოლო მის ქვედა ნაწილში, მდ. წყალწითელას მარცხენა ფერდობზე (ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი) დინამიკა კვლავ ფიქსირდება.

„მუნიციპალიტეტთან კომუნიკაციით გეოლოგების ჯგუფები აგრძელებენ ყოველი კონკრეტული ოჯახის შეფასებას, არა მარტო მეწყრის მიმდებარე დასახლებაში, არამედ სოფლის დანარჩენ ტერიტორიაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული