28.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარიმთავარი თემაReuters: დონალდ ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების შესახებ წინადადებაზე უარი თქვა

Reuters: დონალდ ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების შესახებ წინადადებაზე უარი თქვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების შესახებ წინადადება უარყო. ამის თაობაზე Reuters-ი წერს.

სააგენტოს ცნობით, ამ შეთავაზებით აშშ-ის მოკავშირე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ, თუმცა თეთრი სახლი მკაფიოდ მიანიშნებდა, რომ ამით დაინტერესებული არ არის.

„მოლაპარაკებების დღე შესაძლოა, დადგეს, მაგრამ არა ახლა“, – განაცხადა Reuters-თან საუბრისას აშშ-ის ოფიციალურმა პირმა.

თავის მხრივ, ირანული წყაროები აცხადებენ, რომ თეირანმაც უარყო რამდენიმე ქვეყნის მცდელობა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმების მიღწევის.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული