ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) სოციალურ ქსელებში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ დაიწყეს „შეზღუდული და მიზნობრივი სახმელეთო ოპერაციები „ჰეზბოლას“ ძირითადი საყრდენი პუნქტების წინააღმდეგ“.
IDF-ის განცხადებით, სამხრეთ ლიბანში ჯარების შესვლამდე, ტერიტორიაზე განხორციელდა დარტყმები „მრავალ ტერორისტულ სამიზნეზე“. ოპერაციის მიზანია „წინა ხაზის თავდაცვის ზონის გაძლიერება“ და რეგიონში „ტერორისტული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი“.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ კვლავაც „მტკიცედ იმოქმედებენ“ „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ.


