28.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარიუცხოეთიReuters: ირანში აშშ-ის სახმელეთო ოპერაციის დაწყებას ამერიკელების მხოლოდ 7% უჭერს მხარს

Reuters: ირანში აშშ-ის სახმელეთო ოპერაციის დაწყებას ამერიკელების მხოლოდ 7% უჭერს მხარს

Reuters-ის დაკვეთით კომპანია Ipsos-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, ამერიკელების უმეტესობა ფიქრობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო ოპერაციის დაწყების ბრძანებას გასცემს, თუმცა მას ცოტა ვინმე უჭერს მხარს.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ამერიკელების 65% ფიქრობს, რომ ტრამპი ირანში ჯარების შეყვანის ბრძანებას გასცემს, თუმცა სახმელეთო ოპერაციას გამოკითხულთა მხოლოდ 7% უჭერს მხარს.

გამოკითხვის შედეგად გაიზომა ტრამპის რეიტინგიც. ის პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. ტრამპს გამოკითხულთა 40% უჭერს მხარს. დაახლოებით იგივე მაჩვენებელი იყო 28 თებერვალს, ირანში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ჩატარებული კვლევისას.

გამოკითხვაში მონაწილეობა 1 545 ადამიანმა მიიღო. ცდომილება 3% შეადგენს.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული