28.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარიუცხოეთიThe Wall Street Journal: ტრამპი ირანში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება

The Wall Street Journal: ტრამპი ირანში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო ოპერაციის განსახორციელებლად ემზადება. ინფორმაციას The Wall Street Journal-ის კორესპონდენტი, ალექს უორდი სოციალურ ქსე X-ში ავრცელებს.

„ტრამპი ირანის მიწაზე ამერიკული ჯარის შესაყვანად ემზადება, მაგრამ ამას ჯერ ვერ ბედავს ნაწილობრივ იმის გამო, რომ ამან, შესაძლოა, მის მიზნებს, რომელიც კონფლიქტის სწრაფ დასრულებას გულისხმობს, ავნოს“, – წერს კორესპონდენტი.

მისი განმარტებით, ომის დასრულება მხოლოდ ტრამპზე არ არის დამოკიდებული.

„გარიგების ან სამხედრო გამარჯვების გარეშე ტრამპი მომავალში ჩაკეტილი [ჰორმუზის] სრუტის ფაქტის წინაშე აღმოჩნდება“, – დასძინა უორდმა.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული