აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ვაშინგტონში ლიბანისა და ისრაელის ელჩებს შეხვდება, რათა ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება განიხილოს. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.
როგორც რამდენიმე წყარომ გამოცემას უამბო, შეხვედრა ისრაელსა და დაჯგუფება „ჰეზბოლას“ შორის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისა და ისრაელის მიერ ლიბანში შეჭრის ფონზე გაიმართება. მხარეები ცეცხლის შესაძლო შეწყვეტის, „ჰეზბოლას“ სრული განიარაღებისა და ისრაელსა და ლიბანს შორის სამშვიდობო შეთანხმების საკითხებს განიხილავენ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს იქნება პირველი მაღალი დონის შეხვედრა ისრაელსა და ლიბანს შორის 1993 წლის შემდეგ. მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანის შეთავაზება პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შესახებ უარყო.


