29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარიუცხოეთისაფრანგეთმა 20 მარტს დაკავებული რუსული გემი გაათავისუფლა

საფრანგეთმა 20 მარტს დაკავებული რუსული გემი გაათავისუფლა

საფრანგეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში ფრანგი სამხედროების მიერ დაკავებული გემი Deyna, რომელიც რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს განეკუთვნება, გაათავისუფლა. ინფორმაციას საფრანგეთის ხმელთაშუა ზღვის პრეფექტურა ავრცელებს.

გემი, რომელიც რუსეთს ეკუთვნის, ფრანგმა სამხედროებმა 20 მარტს ყალბი დროშის გამოყენების ბრალდებით დააკავეს. ტანკერი მოზამბიკის დროშის ქვეშ ცურავდა და რუსეთის მურმანსკის პორტიდან იყო გამოსული.

23 მარტს მარსელის სასამართლომ გემის მფლობელი კომპანია დააჯარიმა. ჯარიმის გადახდის შემდეგ გემი გაათავისუფლეს და დაავალეს, დროშა რაც შეიძლება სწრაფად შეცვალოს.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული