28.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარიპოლიტიკასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუმენ რადევსა და მის გუნდს ბულგარეთის არჩევნებში გამარჯვება...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუმენ რადევსა და მის გუნდს ბულგარეთის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუმენ რადევსა და მის გუნდს ბულგარეთის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

განცხადებაში გამოთქმულია იმედი, რომ არჩევნებში გამარჯვება ბულგარელი ხალხისთვის მუდმივი პროგრესისა და კეთილდღეობის მომტანი იქნება.

„ვუსურვებ მას წარმატებებს ქვეყნის წინსვლისა და ბულგარელი ხალხის უწყვეტი პროგრესისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში”, – აღნიშნა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

კობახიძე ადასტურებს მზაობას, კიდევ უფრო გააძლიეროს ბულგარეთთან არსებული მრავალწლიანი მეგობრობა და გააღრმავოს პარტნიორობა.

„საქართველო იმედოვნებს ჩვენი მრავალწლიანი მეგობრობის შემდგომ გაძლიერებასა და მტკიცე პარტნიორობის გაღრმავებას“, – დასძინა მან.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული