22.9 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარიპოლიტიკაირაკლი კობახიძე: ფასებთან დაკავშირებით თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც საზოგადოებას...

ირაკლი კობახიძე: ფასებთან დაკავშირებით თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც საზოგადოებას გავაცნობთ დასკვნებს და გეგმას – რამდენად ჯანსაღია ის სურათი, რომელიც დღეს გვაქვს, როგორ შეიძლება შეიცვალოს სურათი უკეთესობისკენ

ფასებთან დაკავშირებით თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს დასკვნებს და შესაბამისად, გეგმას, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მოხდება მომავალი თვის დასაწყისშივე.

„ყველაფერს გავუზიარებთ საზოგადოებას. დასკვნა იქნება ყველაფერთან დაკავშირებით, რამდენად ჯანსაღია ის სურათი, რომელიც დღეს გვაქვს მოცემული, როგორ შეიძლება შეიცვალოს სურათი უკეთესობისკენ. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას გავუზიარებთ დასკვნებს“, – განაცხადა პრემიერმა.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული