17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ივნისი 2, 2026
spot_img
მთავარიპოლიტიკაკარგი მთავრობის ინდექსით საქართველო მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო სამეულშია  

კარგი მთავრობის ინდექსით საქართველო მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო სამეულშია  

მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა, ჩენდლერის ინსტიტუტმა კარგი მთავრობისინდექსი (2026) გამოაქვეყნა. საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 60,3% მიიღო, რითაც ისტორიაში მეორედ გადააჭარბა 60%-იან ზღვარს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყველაზე მაღალი შეფასება 2025 და 2026 წლის ანგარიშების მიხედვით აქვს.  გლობალურ რეიტინგში საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო სამეულში გამწესდა.

საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 7 ქვეყანას და ევროკავშირის კანდიდატ ყველა სახელმწიფოს: რუმინეთს, ბულგარეთს, უნგრეთს, თურქეთს, ალბანეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, უკრაინას, მოლდოვას და ა.შ.  

საქართველო პირველ ადგილზეა კავკასიასა და შავიზღვისპირეთში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.
ევროპაში მოწინავე ადგილებს ნორვეგია, დანია, ფინეთი და შვედეთი იკავებს, ბოლო პოზიციებზე კი ბოსნია-ჰერცოგოვინა, უკრაინა, რუსეთი და მოლდოვა გავიდა.
კარგი მთავრობის ინდექსი მთავრობებს აფასებს 35 ინდიკატორით, რომელიც ერთიანდება 7ფაქტორში: ლიდერობა და შორსმჭვრეტელობა, კეთილსაიმედო კანონები და პოლიტიკა, ძლიერი ინსტიტუტები, ფინანსური მეურვეობა, მიმზიდველი ბაზარი, გლობალური გავლენა და რეპუტაცია, ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებაში დახმარება.
საქართველოს ხელისუფლებამ აღსანიშნავად მაღალი რეიტინგი მოიპოვა შემდეგ  ინდიკატორებში:
კეთილსინდისიერი ლიდერობა _ 41-ე ადგილი
სასამართლო სისტემის ხარისხი _ 33-ე ადგილი
ბიუროკრატიის ხარისხი _ 25-ე ადგილი
სტაბილური ბიზნეს რეგულაციები მე-20 ადგილი
გამჭვირვალობა მე- 14 ადგილი
ინვესტიციების მოზიდვა მე-12 ადგილი
 
 
ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის,სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს.

https://chandlergovernmentindex.com/countries/georgia
სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული