22.9 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარიპოლიტიკაფოჩხუა ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე: როგორ დავიჯეროთ, რომ ბუდაპეშტის ქუჩები სიამაყით...

ფოჩხუა ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე: როგორ დავიჯეროთ, რომ ბუდაპეშტის ქუჩები სიამაყით და სიხარულით არის სავსე, მაშინ როცა ორბანის მრავალწლიანი მმართველობის დროს LGBTQ+ პრაიდის ჩატარების სურვილიც კი არ ჩანდა მოსახლეობაში

ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ბუდაპეშტში გამართულ პრაიდს მიესალმება და აცხადებს, რომ უნგრეთის ლგბტქ+ თემს საბოლოოდ შეუძლია შიშის გარეშე გამოვიდეს ქუჩაში.

ფოჩხუას თქმით, ურსულა ფონ დერ ლაიენის გზავნილის ერთ-ერთი ადრესატი საქართველოა, მაგრამ მისი გარჯა არაფრის მომცემია, რამდენადაც საქართველოში ლგბტქ+ პრაიდი არ ჩატარდება.

„როგორ დავიჯეროთ, რომ ბუდაპეშტის ქუჩები სიამაყით და სიხარულით არის სავსე, მაშინ როცა ორბანის მრავალწლიანი მმართველობის დროს ამის სურვილიც კი არ ჩანდა მოსახლეობაში და რა შიშზე ლაპარაკობს ქალბატონი ურსულა. ამ გზავნილის ადრესატი ერთ-ერთი ჩვენ ვართ ალბათ, მაგრამ სულ ტყუილად ირჯება ქალბატონი ურსულა, საქართველოში LGBTIQ პრაიდი არ ჩატარდება!“- წერს ნინო ფოჩხუა.

წინა სტატია
შემდეგი სტატია
სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული