20.9 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 29, 2026
spot_img
მთავარიპოლიტიკანიკოლოზ მეტრეველი „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის“ დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებაზე: როდესაც...

ნიკოლოზ მეტრეველი „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის“ დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებაზე: როდესაც ოპოზიციაში ირონიულად კითხულობდნენ – „რას დადიან შორეულ ქვეყნებში ქართული დელეგაციები?“ სწორედ ეს არის პასუხი. დიპლომატია არ არის მხოლოდ ოფიციალური შეხვედრები, ეს ხანგრძლივი, თანმიმდევრული და ხშირად საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი მუშაობაა, რომლის შედეგიც დროთა განმავლობაში ჩანს

როდესაც ოპოზიციაში ირონიულად კითხულობდნენ – „რას დადიან შორეულ ქვეყნებში ქართული დელეგაციები?“ სწორედ ეს არის პასუხი. დიპლომატია არ არის მხოლოდ ოფიციალური შეხვედრები და ფოტოების გადაღება. ეს არის ხანგრძლივი, თანმიმდევრული და ხშირად საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი მუშაობა, რომლის შედეგიც დროთა განმავლობაში ჩანს – წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის“ დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებაზე.

როგორც მეტრეველი აღნიშნავს, ნაურუსთან მიღწეული შედეგი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს ინტერესების დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე მოითხოვს აქტიურ კომუნიკაციას, პარტნიორებთან მუდმივ ურთიერთობას და ქვეყნის პოზიციების თანმიმდევრულ წარდგენას.
„როდესაც ოპოზიციაში ირონიულად კითხულობდნენ – „რას დადიან შორეულ ქვეყნებში ქართული დელეგაციები?“ სწორედ ეს არის პასუხი. დიპლომატია არ არის მხოლოდ ოფიციალური შეხვედრები და ფოტოების გადაღება. ეს არის ხანგრძლივი, თანმიმდევრული და ხშირად საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი მუშაობა, რომლის შედეგიც დროთა განმავლობაში ჩანს. ნაურუსთან მიღწეული შედეგი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს ინტერესების დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე მოითხოვს აქტიურ კომუნიკაციას, პარტნიორებთან მუდმივ ურთიერთობას და ქვეყნის პოზიციების თანმიმდევრულ წარდგენას. ასეთ საკითხებში ერთი შეხვედრა ან ერთი ვიზიტი არაფერს წყვეტს, შედეგი სწორედ სისტემური მუშაობის ნაყოფია. აქედან გამომდინარე, როდესაც კონკრეტული შედეგი დგება, მნიშვნელოვანია მისი დაფასება. ვულოცავ საქართველოს ხელისუფლებას, საპარლამენტო გუნდს, დიპლომატიურ კორპუსს მაკა ბოჭორიშვილის მეთაურობით და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ეროვნული ინტერესების დასაცავად მიზანმიმართული და ეფექტიანი საგარეო პოლიტიკა რეალურ შედეგებს იძლევა.“ – წერს მეტრეველი.

წინა სტატია
შემდეგი სტატია
სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული