20.9 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 29, 2026
spot_img
მთავარიპოლიტიკადავით ჩიხელიძე „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის“ დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებაზე: ეს...

დავით ჩიხელიძე „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის“ დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებაზე: ეს შედეგი შემთხვევით არ დამდგარა. ამის უკან დგას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქართული დიპლომატიის თანმიმდევრული, მრავალწლიანი მუშაობა, სამინისტრომ და მინისტრმა ეროვნული მნიშვნელობის პროცესი წარმატებით დაასრულა

ნაურუს მიერ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა და აფხაზეთის აღიარების უკან წაღება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დიპლომატიური გამარჯვებაა, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ეს შედეგი შემთხვევით არ დამდგარა და ამის უკან დგას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქართული დიპლომატიის თანმიმდევრული, მრავალწლიანი მუშაობა.
მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ მთავარ პოლიტიკურ ხაზს, სახელმწიფო ინტერესების დაცვა წარმოადგენს, ნაურუს გადაწყვეტილება ამის კიდევ ერთი დასტურია.
„ნაურუს მიერ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა და აფხაზეთის აღიარების უკან წაღება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დიპლომატიური გამარჯვებაა.
ეს შედეგი შემთხვევით არ დამდგარა. ამის უკან დგას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქართული დიპლომატიის თანმიმდევრული, მრავალწლიანი მუშაობა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მინისტრმა ეროვნული მნიშვნელობის პროცესი წარმატებით დაასრულა.
განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის საგარეო საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ვინც ამ შედეგის მისაღწევად იმუშავა.
აუცილებლად უნდა ვახსენო ოპოზიცია, რომლებიც ქილიკობდნენ და სახელმწიფოს წარმომადგენლების სხვადასხვა ქვეყნებში ვიზიტს აკნინებდნენ. „რას დარბიან ამ პატარა ქვეყნებში“, „ვისთან აქვთ შეხვედრები“, „რა აზრი აქვს ასეთ ვიზიტებს“. რეალურად სწორედ ასეთი, ერთი შეხედვით შეუმჩნეველი, მაგრამ სისტემური დიპლომატიური მუშაობა იძლევა საბოლოოდ იმ შედეგს, რომელსაც დღეს მთელი ქვეყანა ხედავს.
ქართული ოცნების მთავარ პოლიტიკურ ხაზს, სახელმწიფო ინტერესების დაცვა წარმოადგენს, ნაურუს გადაწყვეტილება ამის კიდევ ერთი დასტურია. – წერს ჩიხელიძე.

წინა სტატია
შემდეგი სტატია
სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული