23 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +31 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.
მზეა ფოთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი.
ზუგდიდშიც უნალექო ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.
სოხუმში უნალექო დღეა მოსალოდნელი, +28 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში წვიმიანი დღეა, დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიან ამინდს ელოდებიან. ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში უნალექო დღეა. დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.
ახალქალაქშიც იწვიმებს, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +11 იქნება.
ბორჯომშიც ნალექია მოსალოდნელი, +28 იქნება დღისით, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია გორში, დღისით +30 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალში მზეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმაა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება.
ომალოშიც იწვიმებს. დღისით +18 ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიანი დღე იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავშიც მზეა ნავარაუდევი. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.
უნალექო დღეა გურჯაანში, დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში მოსალოდნელია მზიანი დღე. დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც უნალექო ამინდს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.


