21.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 26, 2026
spot_img
მთავარიUncategorizedგიორგი გამსახურდია "ნეტგაზეთზე": რომ არ აგვეკრძალა ფრენები, რატომ არ აკრძალეთო, ახლა კიდევ,...

გიორგი გამსახურდია “ნეტგაზეთზე”: რომ არ აგვეკრძალა ფრენები, რატომ არ აკრძალეთო, ახლა კიდევ, ირანელი რადიკალურად განწყობილი პოლიტიკოსების მუქარებს ავრცელებენ სპეციალურად – გავიგე, რომ გამწარებულია ქალბატონი ეთერი, მისი მეუღლე მზიას პატიმრობით, მაგრამ ამის გამო ქვეყანას არ უნდა ავნო

გიორგი გამსახურდია, “ნეტგაზეთის” მიერ ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამეიენის მრჩევლის მუქარის გავრცელებას, სოციალურ ქსელში აფასებს და წერს, რომ ოპოზიცია საკუთარი მედია-რესურსით უსამშობლო და ქვეყნის მოღალატე ძალას წარმოადგენს.

მისი თქმით, საქართველოს რომ ფრენები არ აეკრძალა, ამ გადაწყვეტილებას გააკრიტიკებდნენ, ახლა კი, ირანელი რადიკალურად განწყობილი პოლიტიკოსის მუქარას – “თუ ირანს არ ექნება ფრენები, მაშინ რეგიონში არავის ექნება” – სპეციალურად ავრცელებენ.

“აი ასეთი უსამშობლო და ქვეყნის მოღალატე გარეწრები არიან, თავიანთი მედია-რესურსებიანად. რომ არ აგვეკრძალა ფრენები, რატომ არ აკრძალეთო. ახლა კიდევ, ირანელი რადიკალურად განწყობილი პოლიტიკოსების მუქარებს ავრცელებენ სპეციალურად.
გავიგე, რომ გამწარებულია ქალბატონი ეთერი, მისი მეუღლე მზიას პატიმრობით, მაგრამ ამის გამო ქვეყანას არ უნდა ავნო,” – წერს გიორგი გამსახურდია.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული