15.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
spot_img
მთავარიუცხოეთირუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: რუსული მხარე მზადაა, ერევანთან განიხილოს მოსკოვის შესაძლო...

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: რუსული მხარე მზადაა, ერევანთან განიხილოს მოსკოვის შესაძლო მონაწილეობის პარამეტრები „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) პროექტში

რუსული მხარე მზადაა, ერევანთან განიხილოს მოსკოვის შესაძლო მონაწილეობის პარამეტრები „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) პროექტში, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„რაც შეეხება „ტრამპის მარშრუტის“ პროექტს, ჩვენ [ანუ რუსეთს] ჩვენი პოზიცია შენარჩუნებული გვაქვს. სომხურ-ამერიკული ინიციატივის დეტალები ჯერ კიდევ შესასწავლია. ჩვენ მზად ვართ, კონსულტაციები გავმართოთ ჩვენს ერევნელ კოლეგებთან, რათა განვიხილოთ როგორც პარამეტრები, ასევე რუსეთის შესაძლო მონაწილეობა ამა თუ იმ გზით“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

გალუზინმა გაიხსენა, რომ 2038 წლამდე სომხეთის რკინიგზის ქსელი სს „რუსეთის რკინიგზის“ შვილობილი კომპანიის მართვაშია, სომხეთში რუსული ლიანდაგის რკინიგზა გამოიყენება, ხოლო რუსი მესაზღვრეები ქვეყნის ირანთან საზღვარზე არიან განლაგებულნი.

„ასევე გასათვალისწინებელია სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობის ფაქტორი. ამ პირობებში აშკარაა, რომ პარტნიორები რუსეთის გარეშე ვერ შეძლებენ გზის გაკვლევას“, – ხაზი გაუსვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ასევე, გალუზინმა აღნიშნა, რომ რეგიონში კომუნიკაციების განბლოკვის მიმართულებით რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის სამმხრივი ფორმატის ფარგლებში – ვიცე-პრემიერების დონეზე – უკვე დაგროვდა მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული