28.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარიუცხოეთიირანმა კვლავ გაუშვა რაკეტები ისრაელის მიმართულებით

ირანმა კვლავ გაუშვა რაკეტები ისრაელის მიმართულებით

ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები მეორედ გაუშვა. ინფორმაციას ისრაელური მედია ქვეყნის თავდაცვის არმიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) განცხადებით, განგაშის სიგნალი ქვეყნის სამხრეთ მხარეშია ამოქმედებული. მოქალაქეებს თავშესაფრებში ჩასვლისკენ მოუწოდებენ.

„ამ დროისთვის ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალები საფრთხის განეიტრალებას და სამიზნეების ჩამოგდებას ცდილობენ იქ, სადაც ეს საჭიროა. თავდაცვა ჰერმეტული არ არის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა ზურგის სარდლობის მითითებებს დაემორჩილოს“, – აცხადებენ „ცაჰალში“.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული