ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ცოცხალია.
აღნიშნული განცხადება არაღჩიმ ამერიკულ ტელეარხთან NBC News-თან გააკეთა. არაღჩის განცხადებით, ცოცხალია აგრეთვე ირანის პრეზიდენტი, მასუდ პეზეშკიანი.
„რამდენადაც მე ვიცი, ყველა ცოცხალია. ცოცხლები არიან აგრეთვე სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი, პარლამენტის სპიკერი. მაღალი რანგის ყველა ოფიციალური პირი ცოცხალია. ცოცხალია აგრეთვე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.
მისი თქმით, ახლა ყველა თავის პოზიციაზე იმყოფება და აკონტროლებს ვითარებას.
„ყველაფერი კარგადაა“, – დასძინა არაღჩიმ


