ისრაელის უსაფრთხოების სამსახურების ინფორმაციით, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი, რომელიც მის მემკვიდრედ განიხილება, შესაძლოა, გასულ კვირას განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაჭრილია. ამის თაობაზე The Times of Israel-ი წერს.
ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებში მიიჩნევენ, რომ ხამენეის ვაჟი ცოცხალია.
ცნობისთვის, მოჯთაბა ხამენეი ირანის უზენაესი ლიდერობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილება.


