28.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარისამართალითინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდნენ

თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდნენ

თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი გამოკითხვაზე მივიდნენ. ამ ფორმით, სასამართლოში გამოკითხვა მათ თავად მოითხოვეს. საქმე ეხება მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს, სადაც საუბრობდნენ, რომ საქართველოში პროირანული გავლენები გაჩნდა.

გამოძიება მიმდინარეობს 319-ე მუხლით, რაც უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

გამოკითხვის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა გიორგი კანდელაკმა.

„რაც წერია კვლევაში, რომლის თანაავტორიც მე ვარ, ეს არის ჰადსონის ინსტიტუტის ინტელექტუალური საკუთრება. ყველაფერი არის საჯაროდ ცნობილი. არც სხვა კვლევებში, მაგალითად თინა ხიდაშელი კვლევაში, ან საჯარო განცხადებებში, რაც გაკეთდა სხვა ადამიანების მხრიდან – გივი თარგამაძის, ან სანიკიძის მხრიდან, არაფერი თქმულა ისეთი, რაც ცნობილი არ არის“, – განაცხადა კანდელაკმა.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული