ვიქტორ ორბანს ვოლოდიმირ ზელენსკის მუქარის არ ეშინია. ამ თემაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ქალაქ დებრენეცში ისაუბრა, სადაც საკუთარ მხარდამჭერებს შეხვდა. როგორც უნგრეთის პრემიერმა აღნიშნა, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაცვის სამსახურის საქმეა, სადაც პროფესიონალები მუშაობენ. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ ორბანი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფას დაბლოკავს, მის მისამართს უკრაინელ სამხედროებს მისცემს.
„არსებობს პროტოკოლი და უსაფრთხოების დონე საფრთხის არსებობის შემთხვევაში იზრდება. საბედნიეროდ, ეს ჩემი საზრუნავი არ არის. ეს პროფესიონალების საქმეა. ასეთ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ისინი უფრო ყურადღებით არიან. ეს არასასიამოვნოა, ამის უგულებელყოფა არ შეიძლება, მაგრამ არ გვეშინია. ჩვენ ვერ დაგვაშანტაჟებენ და ვერ შეგვაშინებენ“, – განაცხადა ორბანმა.


