22.9 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარიპოლიტიკათინა ხიდაშელი უარყოფს მისსავე ნათქვამს, რომ თითქოს საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ

თინა ხიდაშელი უარყოფს მისსავე ნათქვამს, რომ თითქოს საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ

თინა ხიდაშელი უარყოფს მისსავე ნათქვამს, რომ თითქოს საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვიდან გამოსულმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თქვა, რომ მისი განცხადების მიზანი გამოძიების დაწყება იყო, თუმცა „ქრონიკის“ კითხვაზე, რატომ არ მიმართა სამართალდამცავ უწყებებს, როცა ის საფრთხეებზე საუბრობდა, პასუხი არ აქვს. არც იმაზე, რატომ გააკეთა განცხადება, ახლო აღმოსავლეთში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე.

„ირანული უნივერსიტეტი დასანქცირებულია რამდენიმე ქვეყნის მიერ სწორედ რეკრუტირებისა და ა.შ. გამო. გრძელია ჩამონათვალი. მაგრამ ფილიალი, რაღაც ტიპის წარმონაქმნი საქართველოში ფუნქციონირებს, რასაც სჭირდება მიხედვა. მე არსად მითქვამს, რომ საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ“, – განაცხადა ხიდაშელმა.

ცოტა ხნის წინ დატოვა საქალაქო სასამართლოს შენობა გიორგი კანდელაკმაც.

როგორც ცნობილია, ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული