22.9 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარიუცხოეთიBBC: ტორონტოში შეერთებული შტატების საკონსულოს ცეცხლი გაუხსნეს

BBC: ტორონტოში შეერთებული შტატების საკონსულოს ცეცხლი გაუხსნეს

კანადის ქალაქ ტორონტოში შეერთებული შტატების საკონსულოს ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობა სამართალდამცველებმა ალყაში მოაქციეს, დაწყებულია გამოძიება. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

კანადამდე თავდასხმა მოხდა შტატების დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე ნორვეგიაშიც. ოსლოში საკონსულოს ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლეს. პოლიცია ეჭვმიტანილის ვინაობას არ ამჟღავნებს, თუმცა მომხდარს ირანთან ომს უკავშირებს.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული