28.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარიუცხოეთიისრაელმა სამხრეთ ლიბანში „ლიმიტირებული და მიზნობრივი“ სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა

ისრაელმა სამხრეთ ლიბანში „ლიმიტირებული და მიზნობრივი“ სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) სოციალურ ქსელებში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ დაიწყეს „შეზღუდული და მიზნობრივი სახმელეთო ოპერაციები „ჰეზბოლას“ ძირითადი საყრდენი პუნქტების წინააღმდეგ“.

IDF-ის განცხადებით, სამხრეთ ლიბანში ჯარების შესვლამდე, ტერიტორიაზე განხორციელდა დარტყმები „მრავალ ტერორისტულ სამიზნეზე“. ოპერაციის მიზანია „წინა ხაზის თავდაცვის ზონის გაძლიერება“ და რეგიონში „ტერორისტული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი“.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ კვლავაც „მტკიცედ იმოქმედებენ“ „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული