,,ტრამპის მარშრუტის” შესახებ დისკუსიები არ შენელებულა, ჩვენ დოკუმენტებზე შეთანხმების პროცესში ვართ. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა კვირას, Armenian News-NEWS.am-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ვვარაუდობ, რომ შემდეგ ეტაპზე უნდა გაფორმდეს რაიმე სამთავრობათაშორისო შეთანხმება, რის შემდეგაც შეიქმნება ორგანიზაცია. ჩვენ ვამბობდით, რომ გვსურს ,,ტრამპის მარშრუტის” მშენებლობა წლის ბოლოს ან შუა რიცხვებში დაიწყოს, მაგრამ არ ვიცი, რამდენად რეალისტურია ეს, ყოველ შემთხვევაში, ეს სურვილი იყო“, – დასძინა მირზოიანმა.


