28.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარიპოლიტიკაცოტნე ანანიძე: დღეს ნოღაიდელის მოსკოვურ ვიზიტს ღალატად აფასებთ, თუმცა გავიწყდებათ სააკაშვილის 2004...

ცოტნე ანანიძე: დღეს ნოღაიდელის მოსკოვურ ვიზიტს ღალატად აფასებთ, თუმცა გავიწყდებათ სააკაშვილის 2004 წელს მოსკოვში ნათქვამი კომპლიმენტი: „პუტინს პატიოსანი თვალები აქვს”. მაშინ არ იყო აფხაზეთი და ცხინვალი ოკუპირებული?!

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ნოღაიდელის სასამართლოში დაპირისპირებას და ამ თემის ირგვლივ ოპოზიციის მიერ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება.

როგორც ანანიძე წერს, ნოღაიდელის მოსკოვურ ვიზიტს დღეს ღალატად აფასებენ, თუმცა ავიწყდებათ სააკაშვილის 2004 წელს მოსკოვში ნათქვამი კომპლიმენტი: “პუტინს პატიოსანი თვალები აქვს”.

“რატომაა თქვენი პოლიტიკური მეხსიერება ასეთი შერჩევითი: დღეს ნოღაიდელის მოსკოვურ ვიზიტს ორკესტრირებულად ღალატად აფასებთ, თუმცა გავიწყდებათ სააკაშვილის 2004 წელს მოსკოვში ნათქვამი კომპლიმენტი: “პუტინს პატიოსანი თვალები აქვს”. მაშინ არ იყო აფხაზეთი და ცხინვალი ოკუპირებული?! ყველაფერში ორმაგ სტანდარტს ავლენთ.”- წერს ცოტნე ანანიძე.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული