22.9 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარიპოლიტიკანინო ფოჩხუა: ამ ადამიანებისთვის არაფერი წმინდა არ არსებობს, არც ჩვენი ისტორიის ისეთი...

ნინო ფოჩხუა: ამ ადამიანებისთვის არაფერი წმინდა არ არსებობს, არც ჩვენი ისტორიის ისეთი მნიშვნელოვანი დღე, როგორიც 9 აპრილია. ვინ მისცა უფლება ერთ მუჭა ხალხს აუკრძალონ საკუთარ მოსახლეობას 9 აპრილის მემორიალთან მისვლა

ამ ადამიანებისთვის არაფერი წმინდა არ არსებობს, არც სამშობლო, არც ქვეყნისთვის დაღუპული გმირები და არც ჩვენი ისტორიის ისეთი მნიშვნელოვანი დღე, როგორიც 9 აპრილია, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა 9აპრილის მემორიალთან მიმდინარე მოვლენებზე.

ფოჩხუა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებზე ამბობს, ვინ მისცა მათ უფლება საკუთარ მოსახლეობას 9 აპრილის მემორიალთან მისვლა აუკრძალონ.

„ამ ადამიანებისთვის არაფერი წმინდა არ არსებობს, არც სამშობლო, არც ქვეყნისთვის დაღუპული გმირები და არც ჩვენი ისტორიის ისეთი მნიშვნელოვანი დღე, როგორიც 9 აპრილია. ან რატომ გაათენეს სანთლებით ხელში, ეს ხომ ფარსია, რაც დღეს დაამტკიცეს კიდეც, შექმნეს აურზაური, როცა ხელისუფლება გამოჩნდა. ვინ მისცა უფლება ერთ მუჭა ხალხს აუკრძალონ საკუთარ მოსახლეობას 9 აპრილის მემორიალთან მისვლა, მადლობა უთხრან ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ აგრესიაზე პასუხს რომ არ იღებენ, თუმცა თმენაც არის და თმენაც, ნუ ცდიან ქართველი ხალხის მოთმინებას”, – წერს ფოჩხუა.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული