28.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარიუცხოეთიEuronews: კვლევის თანახმად, ფრიდრიხ მერცი მსოფლიოში ყველაზე არაპოპულარული ლიდერია

Euronews: კვლევის თანახმად, ფრიდრიხ მერცი მსოფლიოში ყველაზე არაპოპულარული ლიდერია

გამოკითხვების თანახმად, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი 24 დემოკრატიულ ქვეყანას შორის ყველაზე არაპოპულარული ლიდერია. რეიტინგში ის მნიშვნელოვნად ჩამორჩება ნარენდრა მოდის, ლი ჯე-მიონსა და ანდრეი ბაბიშს.

აშშ-ში ბაზირებული კვლევითი ინსტიტუტის, Morning Consult-ის მონაცემებით, მერცს მსოფლიოს 24 არჩეულ ლიდერს შორის ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს – გერმანელების მხოლოდ 19% ამბობს, რომ მისი მუშაობით კმაყოფილია.

რეიტინგის ბოლო პოზიციებზეა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც (18%-იანი მხარდაჭერა და 75%-იანი უარყოფითი რეიტინგი). თუმცა, მერცმა ანტირეიტინგის რეკორდი მოხსნა – მისი მუშაობით უკმაყოფილოა გამოკითხულთა 76%. ანალოგიური შედეგები აჩვენა Forsa-ს მიერ ჩატარებულმა ბოლო კვლევამაც (78% უკმაყოფილო, 20% კმაყოფილი).

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული