29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარიეკონომიკააზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხეთიდან საქონლის იმპორტი დაიწყო

აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხეთიდან საქონლის იმპორტი დაიწყო

აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხეთიდან საქონლის იმპორტი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ მიმდინარე წლის მარტში აზერბაიჯანმა პირველად შემოიტანა სომხეთიდან 960 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში აზერბაიჯანიდან სომხეთში 5 757 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია იქნა ექსპორტირებული, რაც აზერბაიჯანის მთლიანი ექსპორტის 0,11 პროცენტს შეადგენს.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული