20.8 C
Tbilisi
კვირა, ივლისი 19, 2026
spot_img
მთავარიპოლიტიკაშალვა პაპუაშვილი სტრასბურგში საიას სარჩელზე: მიმართონ, ეს მათი უფლებაა. ჩვენ რამდენიმე ასეთი...

შალვა პაპუაშვილი სტრასბურგში საიას სარჩელზე: მიმართონ, ეს მათი უფლებაა. ჩვენ რამდენიმე ასეთი მჯიღისცემით სარჩელის მიმართვა ვნახეთ, ყველგან დამარცხდნენ

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა საიას დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ევროსასამართლოში სარჩელის შეტანას ეხება. კერძოდ, ჟურნალისტმა მას ჰკითხა: ამბობენ, რომ სარჩელი ეხება „ნოემბერ-დეკემბერში სამართალდამცველების მხირდან წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს“. რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ამას?

„მიმართონ, ეს მათი უფლებაა. ჩვენ რამდენიმე ასეთი მჯიღისცემით სარჩელის მიმართვა ვნახეთ, ყველგან დამარცხდნენ საქართველოს სახელმწიფოსთან, ისინი, ვინც უცხოელების ზურგით ცდილობდნენ სააკაშვილის, გვარამიას, მელიას, რუსთავი 2-ის საქმეზე და სხვა საქმეებზე იმის თქმას, თითქოს საქართველო იქცეოდა რაიმე სახით კონვენციის მიღმა. იმდენი ქართველობაც არ ჰყოფნით, ბოდიში მოიხადონ იმისთვის, რომ საქართველოს ცილს სწამებდნენ.

მეორე საკითხი: იცით, რომ 5 აპრილს იყო ბოლო ვადა, რომ მიმდინარე გრანტებთან დაკავშირებით მიემართა დონორებს სახელმწიფოსთვის თანხმობის მისაცემად და საინტერესოა მიმართა თუ არა საიას დონორმა ხელისუფლებას და საინტერესოა, საიდან ფინანსდება, რადგან თუ არ მიმართა და უცხოური დაფინანსებით ხდება კვლავ საქართველოზე თავდასხმის ორგანიზება, საინტერესო იქნება ჩავიხედოთ რასთან გვაქვს საქმე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული