20.9 C
Tbilisi
კვირა, ივლისი 19, 2026
spot_img
მთავარიპოლიტიკაგია აბაშიძე: თუკი უცხოელთა ტრენინგი/დაფინანსება საქართველოს სასიკეთოდაა, რატომ არ უნდა უპასუხო თამამად...

გია აბაშიძე: თუკი უცხოელთა ტრენინგი/დაფინანსება საქართველოს სასიკეთოდაა, რატომ არ უნდა უპასუხო თამამად მედიას, რომ ამა და ამ თემაზე იყო? მაგრამ “სააკაცუკეთში” ასე არაა, ჩეხი “რევოლუციონერი” ბლაჟევიჩი განაგრძობს დესტრუქციას, მისი ნაცადეპტები ვერ დაიმალებიან

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში „ქრონიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც იგორ ბლაჟევიჩი ტრენინგებს განაგრძობს და ტრენინგები ჩაუტარა მოძრაობა „წერტილის“, მოძრაობა „ფარისა“ და „მომავლის აკადემიის“ წარმომადგენლებს.

აბაშიძის თქმით, საბოტაჟური ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ ნაყარ – ნუყარ უსამშობლოებს – მარგინალურ ე.წ. მოძრაობებს.

„ თუკი უცხოელთა ტრენინგი/დაფინანსება საქართველოს სასიკეთოდაა, რატომ არ უნდა უპასუხო თამამად მედიას, რომ ამა და ამ თემაზე იყო? მაგრამ “სააკაცუკეთში” ასე არაა, ჩეხი “რევოლუციონერი” ბლაჟევიჩი განაგრძობს დესტრუქციას, მისი ნაცადეპტები ვერ დაიმალებიან.
“იმედის” “ქრონიკის“ ინფორმაციით იგორ ბლაჟევიჩი (“ჩეხეთის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი”) ტრენინგებს განაგრძობს. რეალურად, საბოტაჟური ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ ნაყარ-ნუყარ უსამშობლოებს – მარგინალურ ე.წ. მოძრაობებს – “წერტილი“, “ფარი“ და “მომავლის აკადემია“. დოქსობულოები “ქრონიკის” სატელეფონო ზარებს ჯერჯერობით არ პასუხობენ.“ – წერს აბაშიძე.

წინა სტატია
შემდეგი სტატია
სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული