20.9 C
Tbilisi
კვირა, ივლისი 19, 2026
spot_img
მთავარიპოლიტიკაირაკლი კობახიძე: კიდევ ერთხელ სცადონ რევოლუციის მოწყობა, ეს არ ცხრება, ამის გამოხატულებაა...

ირაკლი კობახიძე: კიდევ ერთხელ სცადონ რევოლუციის მოწყობა, ეს არ ცხრება, ამის გამოხატულებაა ბლაჟევიჩის საქმიანობაც და შესაბამისი დაფინანსებაც, სახელმწიფო იქნება მაქსიმალურად ფხიზლად, არ დაუშვებს ასეთი მცდელობების წარმატებას

გვარები იცვლება, მაგრამ ინტერესი, რომ საქართველოში რაღაცნაირად არიონ ვითარება, სცადონ კიდევ ერთხელ რევოლუციის მოწყობა, ეს ინტერესი არ ცხრება და ამის გამოხატულებაა ბლაჟევიჩის საქმიანობაც და შესაბამისი დაფინანსებაც, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო იქნება მაქსიმალურად ფხიზლად და არ დაუშვებს ასეთი მცდელობების წარმატებას.

„ოპოზიციას რომ უწევდა ამის უარყოფა, ესეც მეტყველებს იმაზე, თუ რა არის ამ ყველაფრის უკან. უკან არის კონკრეტული მცდელობა, არიონ ქვეყანა, თუმცა, როგორც არ გამოუვიდათ ეს ყველაფერი წარსულში, ასე არ გამოუვათ არც მომავალში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული