18.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 1, 2026
spot_img
მთავარიპოლიტიკასააკაშვილი მელიაზე: ვაიგნორებდი სკეპტიკოსებს, რომლებიც მიმითითებდნენ მის განათლების არ ქონაზე და უიდეობაზე....

სააკაშვილი მელიაზე: ვაიგნორებდი სკეპტიკოსებს, რომლებიც მიმითითებდნენ მის განათლების არ ქონაზე და უიდეობაზე. მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც

არის ხალხი, რომლისგანაც ვერაფერი დავაყენე, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა. ასე იყო მაგალითად ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ადრე აღმოვაჩინე, თან გადავყევი, ის კი აჰყვა ამბიციებს, – წერა მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა ნიკა მელია, რომელსაც, ბევრი რამ “გაუტარა”, თუმცა, საბოლოოდ, მელიაც იმავე ჭაობში აღმოჩნდა, სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და სხვები.

“მე არასდროს არავისი არ მშურდა და არ მშურს. პირიქით, ყოველთვის ძალიან მიხარია ადამიანების წარმატება. უამრავ წარმატებულ ფიგურას მივეცი საგზური ცხოვრებაში, როგორც აქ ისე უკრაინაში.

ბევრი ჩემი გაზრდილი, უკრაინაში ძალიან აქტიური წევრია რადის, ზოგი მინისტრი, ზოგი ელჩი. ჩემი ერთი ყოფილი თანაშემწე ხელმძღვანელობს უკრაინის ნაციონალური ანტიკორუფციულ ბიუროს (სემენ კრივონოსი). ერთი აზოვის სახელგანთქმული კორპუსის ერთ-ერთი ძირითადი მეთაურია (პოლკოვნიკი გიორგი ქუფარაშვილი).

საქართველოში ჩემს მიერ დაფრთიანებულები მთელს მსოფლიოს მოედნენ, ლადო გურგენიძე აფრიკაში ყველაზე წარმატებულ რეფორმებს ხელმძღვანელობდა, დიმა შაშკინი განათლების რეფორმებს ატარებს შუა აზიაში, ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში გამოჩენილი იურისტია და ქვეყნის ინტერპოლის ხელმძღვანელობს. ვერა ქობალია ინდონეზიის რეფორმებს ხელმძღვანელობს. ზოგმა დამიფასა ასეთი მხარდაჭერა, ზოგმა არა, მაგრამ მე ყოველთვის ვამაყობ ამ ხალხით.

ბოლოსდაბოლოს ჩემი უახლოესი თანაშემწე მრავალი წლის განმავლობაში და ახლო მეგობარი, ახლა ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ლიდერია საფრანგეთში და მომავალ წელს გაპრეზიდენტების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელობანი კანდიდატია. ხოდა ახლა რაფაელი რომ პრეზიდენტი გახდება, უნდა მშურდეს მისი, თუ უზომოდ უნდა ვიამაყო? (სულ რომ არც არაფერი გამიკეთოს)

არის ხალხი, რომლისგანაც ვერაფერი დავაყენე, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა. ასე იყო მაგალითად ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ადრე აღმოვაჩინე, თან გადავყევი, ის კი აჰყვა ამბიციებს, ჩაეფლო კორუფციაში, შეეკრა პატარკაციშვილს და გაიმსჭვალა ბოღმით ჩემს მიმართ.

სამწუხაროდ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა ნიკა მელია, რომელსაც ძალიან ბევრჯერ, ბევრი რამე გავუტარე, მათ შორის ჩემზე სრულიად გაუგებარი თავდასხმები წლების განმავლობაში. სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან, ყველანაირად ვუჭერდი მხარს და ვაიგნორებდი სკეპტიკოსებს, რომლებიც მიმითითებდნენ მის განათლების არ ქონაზე და უიდეობაზე.

ბოლოს მაინც მარცხი განვიცადე და მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც. გულწრფელად მენანება ის ამ როლისთვის, მაგრამ უკვე არაფრის გაკეთება აღარ შემიძლია სინანულის გამოთქმის გარდა.

ერთადერთი რასაც მთელი გულით ვისურვებ არის ის, რომ ნიკანორი რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს და დაუბრუნდეს მის ოჯახს, ჩაეხუტოს თავის შვილს. ჩემთვის პოლიტიკა არა მხოლოდ ამბიციაა, არამედ პირველ რიგში ადამიანობაა. არანაირი ცუდი გრძნობები მის მიმართ საერთოდ არ გამაჩნია და არც არავის მოვუწოდებ ამისკენ. მოხდა ის რაც მოსახდენი იყო.

ძვირფასო ნიკა თავისუფლებას და ბედნიერ ცხოვრებას გისურვებ,” – წერს სააკაშვილი.

https://www.facebook.com/share/1B2T3jk8yn/?mibextid=wwXIfr

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული