21.4 C
Tbilisi
პარასკევი, ივნისი 5, 2026
spot_img
მთავარიუცხოეთირიკარდ იოზვიაკი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ვადებზე: არა 2027, ან 2030 წელი, სინამდვილეში,...

რიკარდ იოზვიაკი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ვადებზე: არა 2027, ან 2030 წელი, სინამდვილეში, 10-15 წელია ის ვადა, რომელსაც ევროკავშირის დედაქალაქებში უმეტესობა რეალისტურად მიიჩნევს

„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ თუ უკრაინა მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში წარმატებით დახურავს ევროკავშირში გაწევრიანების 33-ვე თავს, ბუდაპეშტი მხარს დაუჭერს უკრაინის გაწევრიანებას იურიდიულად სავალდებულო რეფერენდუმის საფუძველზე.

იოზვიაკი პოსტში აღნიშნავს, რომ ევროკავშირში უმეტესობას მიაჩნია, სწორედ ეს ვადებია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის რეალისტური.

„ბევრი გამოეხმაურა მადიარის ვარაუდს იმის შესახებ, რომ 10-15 წელიწადში უკრაინა მზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, თუმცა ეს ვადები სინამდვილეში სწორედ ისაა, რასაც ბრიუსელში და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებში ადამიანების უმეტესობა რეალისტურ პერიოდად მიიჩნევს – არა 2027 წელი, არა 2030 წელი, არამედ 2030-იან წლები“, – წერს იოზვიაკი.

წინა სტატია
შემდეგი სტატია
სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული