14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 19, 2026
spot_img
მთავარიპოლიტიკაირაკლი ლატარია: ციხიდან რომ იმუქრებოდა სააკაშვილი, დედას გიტირებთ "ქოცებსო", IRI-ის კვლევით მოსახლეობის...

ირაკლი ლატარია: ციხიდან რომ იმუქრებოდა სააკაშვილი, დედას გიტირებთ “ქოცებსო”, IRI-ის კვლევით მოსახლეობის მხოლოდ 8% უჭერს მხარს – ჩანს, ვის აქვს დედა ნატირები. კიდევ ერთი საინტერესო ამბავი ის არის, რომ ამერიკელებს ღარიბაშვილი ოპოზიციონერად ჰყავთ განხილული და კი აქვს შესაბამისი “მხარდაჭერა” – 1 პროცენტი

ექსპერტი, ირაკლი ლატარია, IRI-ის მიერ პოლიტიკური პარტიების რეიტინგთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და იხსენებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ “ქართული ოცნების” მისამართით გაჟღერებულ მუქარას.

ლატარიას თქმით, პარტიების რეიტინგიდან ჩანს, თუ “ვის აქვს დედა ნატირები”. ის ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ამერიკელებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ოპოზიციონერად ჰყავთ განხილული.

“გუშინ, ციხიდან რომ იმუქრებოდა სააკაშვილი, დედას გიტირებთ “ქოცებსო”, დღეს ცნობილი ხდება რომ IRI – ის კვლევით მოსახლეობის მხოლოდ 8% უჭერს მხარს. აქედანაც ჩანს, ვის აქვს დედა ნატირები. ამ სლაიდში კიდევ ერთი საინტერესო ამბავი ის არის, რომ ამერიკელებს ღარიბაშვილი ოპოზიციონერად ჰყავთ განხილული და კი აქვს შესაბამისი “მხარდაჭერა” – 1%. ამით ყველაფერი ნათქვამია,” – წერს ლატარია.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული