28.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარიუცხოეთივენესუელელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გათავისუფლებიდან რამდენიმე საათში დააკავეს

ვენესუელელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გათავისუფლებიდან რამდენიმე საათში დააკავეს


პროკურორის თქმით, ხუან პაბლო გუანიპა გათავისუფლების პირობების შეუსრულებლობის გამო ხელახლა დააკავეს.

ვენესუელას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოპოზიციური პოლიტიკოსი, ხუან პაბლო გუანიპა, უსაფრთხოების ძალებმა ციხიდან გათავისუფლებიდან სულ რამდენიმე საათში დააკავეს

გუანიპა, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატის, მარია კორინა მაჩადოს ახლო მოკავშირეა , კვირას თითქმის ცხრა თვიანი პატიმრობიდან გამოვიდა – ის ერთ-ერთია იმ სულ მცირე 35 პოლიტპატიმრიდან, რომლებიც დღის განმავლობაში გაათავისუფლეს.

თავისუფალი ადამიანის რანგში გუანიპას ერთ-ერთი პირველი ქმედება იყო ვენესუელას დედაქალაქ კარაკასში მოტოციკლეტების კოლონაში გასეირნება , რათა დასწრებოდა ქვეყნის ყველაზე ცნობილი პოლიტიკური ციხის, ელ ჰელიკოიდის წინ გამართულ აქციას. პოლიტიკური დაუმორჩილებლობის ასეთი სცენები წარმოუდგენელი იყო სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ, სანამ მადუროს დაპატიმრება ვენესუელას პოლიტიკას თავდაყირა არ დააყენებდა.

„ჩვენ ვაპირებთ ავაშენოთ დემოკრატიის, თავისუფლების, სამართლიანობის, პლურალიზმისა და თანაარსებობის ვენესუელა“, – განუცხადა 61 წლის ყოფილმა გუბერნატორმა ჟურნალისტებს დაკავების ცენტრის გარეთ და დასძინა, რომ მისი აზრით, ვენესუელა „მთლიანად შეიცვალა“.

თუმცა, გუანიპას თავისუფლება ხანმოკლე აღმოჩნდა: სულ რაღაც რამდენიმე საათის შემდეგ, როგორც ჩანს, ის კვლავ დააკავეს მას შემდეგ, რაც უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა შეაჩერეს.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული