28.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარიუცხოეთიფაშინიანი: მე ძალიან პირდაპირი და თბილი ურთიერთობა მაქვს პუტინთან და პრემიერ მიშუსტინთან,...

ფაშინიანი: მე ძალიან პირდაპირი და თბილი ურთიერთობა მაქვს პუტინთან და პრემიერ მიშუსტინთან, ეს ჩვენი სტრატეგიაა

რუსეთის ინტერესების ზიანის მიყენება ჩვენს დღის წესრიგში არ არის, არ ყოფილა და არც იქნება, ეს გამორიცხულია; ვერავინ შეძლებს ჩვენს რუსეთის წინააღმდეგ მოქმედების ლოგიკაში ჩათრევას. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს სომხეთის საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ [ანუ რუსეთი] რუსეთს არ ვიბრძოლებთ. მე ძალიან პირდაპირი და თბილი ურთიერთობა მაქვს [რუსეთის პრეზიდენტ] პუტინთან და [პრემიერ-მინისტრ] მიშუსტინთან; ეს ჩვენი სტრატეგიაა. ჩვენ არ ვიმოქმედებთ რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ყოველთვის ვიმოქმედებთ სომხეთის რესპუბლიკის ინტერესების შესაბამისად. აქ შეიძლება იყოს გადაფარვები, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ვიმოქმედებთ სომხეთის წინააღმდეგ რუსეთის ან სხვა რომელიმე ქვეყნის სასარგებლოდ“, – თქვა ფაშინიანმა.

„მე ვუთხარი ჩემს რუს კოლეგებს: „8 აგვისტოს ჩვენ ხელი მოვაწერეთ იმას, რასაც რუსეთს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ვთავაზობდით, ჩვენ მხოლოდ ხუთი სიტყვა გვინდოდა: ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, იურისდიქცია, ორმხრივობა, საზღვრების ურღვევობა. დაწერეთ ეს ხუთი სიტყვა და მე ნებისმიერ დროს მოვაწერ ხელს“, – დასძინა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული