28.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარიპოლიტიკახორვატიის პრეზიდენტი საქართველოშია

ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოშია

ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნის ლიდერი, ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოშია. ზორან მილანოვიჩის დახვედრის ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. ზორან მილანოვიჩი საქართველოს მეუღლესთან, სანია მუსიჩ მილანოვიჩთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ეწვია. დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილი ზორან მილანოვიჩს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლებს, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ზორან მილანოვიჩის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

ასევე, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული