19.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
spot_img
მთავარიპოლიტიკაპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხორვატიის პრეზიდენტს, ზორან მილანოვიჩს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხორვატიის პრეზიდენტს, ზორან მილანოვიჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ზორან მილანოვიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოსა და ხორვატიას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო–ხორვატიას შორის სავაჭრო ურთიერთობების დადებით დინამიკას და ამ მიმართულებით კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებს.

მხარეებმა ასევე განიხილეს სექტორული თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის, ტურიზმის, კულტურისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებით.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული