28.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარიუცხოეთიჩინეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს თავი შეიკავონ ირანში მოგზაურობისგან

ჩინეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს თავი შეიკავონ ირანში მოგზაურობისგან

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ირანში გამგზავრებისგან, რადგან „გარედან მომდინარე საფრთხის დონე მაღალია“.

„ირანში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიმდინარე ვითარების გათვალისწინებით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ირანში მდებარე ჩინეთის საელჩო და საკონსულოები ჩინეთის მოქალაქეებს აფრთხილებენ მოცემულ მომენტში თავი შეიკავონ ირანში გამგზავრებისგან“, – აღნიშნულია ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ხოლო, რაც შეეხება ირანში უკვე მყოფ ჩინეთის მოქალაქეებს, მათ პეკინი ურჩევს უსაფრთხოების ზომები გაამკაცრონ და რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ ქვეყანა.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული